ფეხბურთი

21:41 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "რონალდუმ ფეხბურთის თამაში არ იცის!"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთი კრიტიკოსია და პორტუგალიელის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, რონალდუმ ფეხბურთის თამაში არ იცის:

„რონალდუ ყოველთვის მარცხენა გარემარბი იყო, მაგრამ მას თუ ფორვარდებს შორის დავაყენებთ, ფეხბურთის თამაში არ იცის! გავიტანე 900 გოლი! ახლა 901-ე! საერთოდ არ მაინტერესებს მისი ეს სტატისტიკა. თუნდაც 3000 გაიტანოს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. იგუაინმა, აგუერომ, ლევანდოვსკიმ, ბენზემამ, იბრაჰიმოვიჩმა და სუარესმა იცოდნენ თანაგუნდელებსა და გუნდთან ერთად თამაში, მათ ბევრი რამ იცოდნენ. რონალდუ მიზანი რა არის? კარში დარტყმა, მარჯვენათი, მარცხენათი, თავით და გოლის გატანა? „იუვენტუსში“ 100 გოლი გაიტანა? იმობილემ „ლაციოში“ გატარებულ 7 წელში იტალიაში 200 გოლი გაიტანა“, - თქვა კასანომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114288