„ვალენსია“ – „ოსასუნას“ შეხვედრას „ლივერპულის“ სამწვრთნელო შტაბის წევრები დაესწრნენ. ამის შესახებ Relevo იტყობინება.
მიზეზი, ცხადია, გიორგი მამარდაშვილია, რომლის თამაშს ინგლისური კლუბის წარმომადგენლებმა პირადად უყურეს. გიორგის „ოსასუნასთან“ ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ ტრადიციული თავდაჯერებით ითამაშა და კარიც მშრალად შეინახა.
მოგეხსენებათ, მამარდაშვილი „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულში უნდა შეუერთდეს, მანამდე კი, მიმდინარე სეზონს „ვალენსიაში“ იჯარით დაასრულებს.