ფეხბურთი

22:57 | 24.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში კარი მშრალად შეინახა

„ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურში საკუთარ მოედანზე პამპლონას ოსასუნას დაუზავდა - 0:0.

თამაში ძალიან მოსაწყენი გამოდგა, ანგარიში სამართლიანი, მოგებას არც ერთი გუნდი იმსახურებდა, არც გოლის გატანას. გიორგი მამარდაშვილმა ორი მოგერიება მიითვალა და მან მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე შეძლო კარის მშრალად შენახვა, რაც „ვალენსიას“ უმძიმესი ფორმიდან გამომდინარე ურიგო შედეგი არაა.

„ვალენსიას“ შვიდი ტურის შემდეგ სულ რაღაც 5 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 28 სექტემბერს, სტუმრად „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.

0.114815