ვოიცეხ შჩესნიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, შეიძლება ფეხბურთს დაუბრუნდეს და „ბარსელონაში“ გადავიდეს.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ „ბლაუგრანა“ მეკარეს ეძებს და შჩესნი მხოლოდ 34 წლისაა, თანაც, ძალიან კარგ ფორმაში იყო, როცა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, ცოტა ხანში კი, განაცხადა, რომ კარიერა დაასრულა. თუმცა, შეიძლება პოლონელმა გადაიფიქროს და სეზონის ბოლომდე „ბარსელონასთან“ გააფორმოს ხელშეკრულება. ჯერჯერობით, სხვა, უფრო კონკრეტული დეტალები უცნობია.
„ბარსელონას“ შჩესნის გარდა, ასევე აქტიურად დაუკავშირეს კეილორ ნავასიც, რომელიც უგუნდოდაა.