14:12 | 24.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩას ყოფილი მწვრთნელი როდრის ირჩევს

მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ოქროს ბურთის" ახალი მფლობელი მადრიდის „რეალის" გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი გახდება. სპეციალისტის თქმით, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ როდრის უნდა გადასცენ.

„როდრი ყველაზე მეტად მომწონს. ის ამჟამად ტრავმირებულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, წლეულს ჯილდო მას უნდა მიაკუთვნონ. ის არის ევროპის ჩემპიონი და ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ინგლისის ჩემპიონი, თავისი გუნდების ლიდერი. როგორც წესი, საუკეთესოდ თავდამსხმელებს ირჩევენ ხოლმე, მაგრამ როდრის აქვს საკუთარი გამორჩეული უნივერსალური თვისებები. ის უბრალოდ ნახევარმცველზე მეტია,“ - ციტირებს სიომინის სიტყვებს championat.com.

0.115578