ფეხბურთი

11:49 | 24.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: „მბაპე განსაკუთრებული ადამიანია, სამწუხაროა, რომ მადრიდის „რეალში“ გადავიდა

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ყოფილ პარიზელ თავდამსხმელ კილიან მბაპეზე ისაუბრა, რომელიც ახლა მადრიდის „რეალში" თამაშობს.

„კილიანის შემთხვევაში შევხვდი დიდ ფეხბურთელს. განსაკუთრებული კაცია, ადამიანური, მოსიყვარულე, ახლობელი. ის დიდი ფეხბურთელია. სამწუხაროა, რომ მადრიდის „რეალში“ გადავიდა. მით უმეტეს ასეთ დროს.

მაგრამ ცხოვრებაც ხომ თამაშის ნაწილია. არაფერი მაქვს სასაყვედურო, მან თავად გადაწყვიტა წასვლა. ის ყოველთვის ძალიან თავაზიანი იყო. როგორც მისი ძმა და მშობლები“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მბაპე ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა „რეალს.“

0.120705