ფეხბურთი

20:18 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

როდრი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, როდრის ტრავმა ძალიან სერიოზულია. ESPN იტყობინება, რომ ესპანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

წყაროს თანახმად, როდრის მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, შესაბამისად, მისთვის სეზონი დასრულდა. ეს ძალიან დიდი დანაკლისია „სიტისთვის“, რადგან როდრი პეპ გვარდიოლას გუნდში საკვანძო ფიგურაა.

პროცენტული მაჩვენებლებიც კარგად ასახავს, რამდენად დიდი როლი აქვს როდრის. გასული სეზონის სტარტიდან „სიტიმ“ როდრისთან ერთად 52 მატჩიდან ერთადერთი წააგო, ხოლო მის გარეშე ჩატარებულ 13 შეხვედრიდან ოთხჯერ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112755