ფეხბურთი

15:31 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ტერ შტეგენის შეცვლის ორი ვარიანტი აქვს

„ბარსელონას“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 8 თვით გამოაკლდა, რომელიც მოედანს სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაუბრუნდება.

შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი სეზონი კატალონიური კლუბი მთავარი მეკარის გარეშე დარჩა. მისი შემცვლელი ინიაკი პენიაა, რომელმაც გასულ სეზონში 17 შეხვედრაში 32 გოლი გაუშვა, თამაშში საშუალოდ თითქმის ორი გოლი.

„ბარსას“ იანვრის სატრანსფერო ბაზრამდე მოცდა მოუწევს, თუმცა არის კიდევ ორი გამოსავალი: პენიას ენდოს ან თავისუფალი აგენტები მოძებნოს.

რამდენიმე გამოცდილი მეკარეა კლუბის გარეშე: როგორც Marca წერს, „ბარსას“ სიაში არიან კეილორ ნავასი, ტომაშ ვაცლიკი, ლორის კარიუსი, ედგარ ბადია და ჟორდი მასიპი.

კატალონურ კლუბში გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებენ, საჭიროა თუ არა, ტერ შტეგენის შემცვლელის დამატება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115165