ფეხბურთი

11:03 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "ბოლო პერიოდში არ მახსოვს გუნდი, რომელმაც "ინტერს" ამდენი პრობლემა შეუქმნა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ინტერთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოგება დაიმსახურეს.

„დიახ, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან „მილანს“ დერბი დიდი ხანი არ ჰქონდა მოგებული. ბიჭებმა თამამად ითამაშეს, ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. ბოლო პერიოდში არ მახსოვს გუნდი, რომელმაც „ინტერს“ ამდენი პრობლემა შეუქმნა. ახლა უფრო მშვიდი კვირა გვექნება? ჩემთვის არაფერი იცვლება, მაგრამ უფრო თავდაჯერებული კვირა იქნება, მთავარია, რომ ფეხბურთელებმა გააგრძელონ თავიანთი იდეების დაჯერება, ვიმუშაოთ ისე, როგორც აქამდე. უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ დღეს გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა“, - თქვა ფონსეკამ.

„მილანმა“ „დერბი დელა მადონინა“ 2022 წლის 3 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო. „მილანი“ სერია A-ში 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს სწორედ „ინტერთან“ ერთად იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1009