„ლევერკუზენი“ ჩვეულ სტიქიაშია, ისევ დააქამბექა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიგო.
ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „ლევერკუზენმა“ „ვოლფსბურგს“ 4:3 აჯობა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მერე ჩაბი ალონსოს გუნდმა ორჯერ გაიტანა და წინ გავიდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს „მგლებმა“ უპასუხეს ორი გოლით და ტაიმი 3:2 მოიგეს.
49-ე წუთზე „ლევერკუზენმა“ გაათანაბრა და შეხვედრა ახლოს იყო 3:3 დასრულებულიყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ვიქტორ ბონიფისმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ეს ჩვეულებად ექცა „ლევერკუზენს“ - ქამბექი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოგება. ჩაბი ალონსოს გუნდს ოთხ ტურში 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 28 სექტემბერს, მიუნხენის „ბაიერნს“ ესტუმრება.