ფეხბურთი

18:35 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალთუნაშვილის "ვოლფსბერგერმა" კიტეიშვილის "შტურმი" დაამარცხა

ავსტრიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში ქართველი ფეხბურთელების, ოთარ კიტეიშვილის და სანდრო ალთუნაშვილის გუნდები, „შტურმი“ და „ვოლფსბერგერი“ დაუპირისპირდნენ.

შედეგი საკმაოდ მოულოდნელია - მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა.

„ვოლფსბერგერი“ 13 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 29 სექტემბერს, „ტიროლს“ შეხვდება, ხოლო „შტურმს“ 12 ქულით მესამე ადგილი უკავია, თუმცა, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გრაცელები 25 სექტემბერს, ვენის „აუსტრიას“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115777