ფეხბურთი

13:36 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის პოტენციური შემცვლელები შეარჩია

„ბარსელონა“ მომდევნო სეზონისთვის რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ძებნას უკვე იწყებს.

როგორც Sport-ი იტყობინება, კატალონიელებს სამი ვარიანტი ჰყავთ - ერლინგ ჰოლანდი, ვიქტორ გიოკერესი და ბენჟამინ შეშკო. აღსანიშნავია, რომ შვედის და სლოვენიელის ვარიანტი გაცილებით რეალურია, ვიდრე ნორვეგიელის, „ბარსელონას“ არასტაბილური ფინანსური მდგომარეობისა და ჰოლანდის ძალიან მაღალი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი ამჟამად 36 წლისაა და „ბარსელონაში“ სურთ ისეთი ფეხბურთელით შეცვალონ, რომელიც ფორვარდის პოზიციაზე დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101315