მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ კარიმ ბენზემას შედეგი გაიმეორა.
მბაპე „სამეფო კლუბის“ მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ლა ლიგაში პენალტი ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა. მანამდე ეს მხოლოდ ბენზემას ჰქონდა გაკეთებული 2022 წლის მარტ-აპრილში.
აქვე გეტყვით, რომ კილიან მბაპეს „რეალის“ მაისურით 8 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.