ფეხბურთი

1:12 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „ესპანიოლი“ გაანადგურა

ესპანური პრიმერას მე-5 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში მადრიდის „რეალმა“ „ესპანიოლს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

მადრიდელები პირველ ტაიმშიც ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ გოლი არ გასულა. შესვენების შემდეგ კი ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. უხეში შეცდომა დაუშვა მასპინძელთა მეკარე ტიბო კურტუამ, საჯარიმოში მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი მას ქუსლზე მოხვდა და კარში შევარდა.

ეს იყო და ეს. შემდეგ „რეალის“ ჯერი დადგა და მათ მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს. თავი კარვახალმა, როდრიგომ, შცვლაზე შსულმა ვინისიუსმა და მბაპემ (თერთმეტმეტრიანით) გამოიჩინეს.

ახლა „რეალს“ 14 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა. ერთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას,“ თუმცა კატალონიელები კვირას „ვილიარეალს“ სტუმრობენ და სხვაობა შესაძლოა გაიზარდოს.

0.135887