ფეხბურთი

23:48 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენმა მოურინიუს მოუგო

თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურის ლიდერთა მატჩში, ჟოზე მოურინიუს „ფენერბაჰჩემ“ „გალათასარაის“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

„გალათასარაიმ“ ანგარიში მას შემდეგ გახსნა, რაც მასპინძელთა ხორვატმა მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩმა საკუთარ კარში შეაგდო ბურთი. მეორე, სტუმრებმა რამდენიმე წუთში გაიტანეს, ეს გოლი ყოფილი ნეაპოლელების ანგარიშზეა: ვიქტორ ოსიმენის გადაცემის შემდეგ დრის მერტენსმა გამოიჩინა თავი.

მეორე ტაიმში ბრაზილიელმა სარამ ანგარიში გაასამა. მასპინძელთაგან კი ერთადერთი საპასუხო ბურთი ედინ ჯეკომ გაიტანა თერთმეტმეტრიანით.

ამ გამარჯვებით „გალათასარაიმ“ უკვე 8 ქულით გაუსწრო უშუალო მდევარ „ფენერბაჰჩეს“ და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს: 6 მატჩი 6 მოგება და 18 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117634