ფეხბურთი

20:18 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში „ლივერპული“ გალიდერდა

პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში „ლივერპულმა“ შინ „ბორნმუთი“ 3:0 დაამსარცხა და 12 ქულით გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა. თუმცა 12-12 ქულა აქვთ „მანჩესტერ სიტისა“ და „ასტონ ვილასაც.“

„ასტონ ვილამ“ „ვულვერჰემპტონს“ 2:1მოუგო, „სიტი“ კი თავის მატჩს კვირას გამართავს შინ „არსენალთან.“

ლივერპულელთაგან დუბლი მიითვალა კო;უმბიელმა ლუის დიასმა, ერთიც ურუგვაელმა დარვინ ნუნიესმა დაამატა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

0.136872