„გრანადადან“, სადაც გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, მთავარი მწვრთნელი გილერმო აბასკალი დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიცალურად დადასტურდა.
აბასკალი „მალაგასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ გაათავისუფლეს. ანდალუსიელებმა, რომელთა მიზანიც ლა ლიგაში გადასვლაა, სეზონი ცუდად დაიწყო და ექვს ტურში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა, რაც მწვრთნელის დათხოვნის მიზეზი გახდა.
ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „გრანადას“ ახალი მწვრთნელი.