ფეხბურთი

19:39 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა: „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „რეალის“ ფეხბურთელი უნდა გახდეს“

მადრიდის „რეალის" მეკარე ტიბო კურტუამ უპასუხა კითხვას, თუ ვინ იმსახურებს ამ სეზონში „ოქროს ბურთის“ ჯილდოს.

„კარგი, დაე, ჩემმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მოიგოს ჯილდო. ყველა ნომინანტი ამის ღირსია, მადრიდის „რეალის" მოთამაშემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს“, - ციტირებს კურტუას სიტყვებს Marca.

„სამეფო კლუბის“ 2024 წლის „ოქროს ბურთს“ ნომინირებული მოთამაშეები არიან: ჯუდ ბელინგემი, ფედერიკო ვალვერდე, ვინისიუსი, დანიელ კარვახალი, კილიან მბაპე და ანტონიო რიუდიგერი.

გარდა ამისა, ამ ჯილდოზე ნომინირებული იყო „რეალის" ყოფილი ნახევარმცველი ტონი კროოსი, რომელმაც გასულ ზაფხულს კარიერა დაასრულა.

0.11294