ფეხბურთი

14:50 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ მწვრთნელმა შემადგენლობა მესინჯერში გამოაცხადა

„ბაიერნის“ ზოგიერთი მოთამაშე უკმაყოფილოა გუნდის მთავარი მწვრთნელის ვენსან კომპანის კომუნიკაციის სტილით.

როგორც Goal.com kicker-ზე მითითებით წერს, რამდენიმე მიუნხენელმა ფეხბურთლმა შეშფოთება გამოხატა კომპანის გადაწყვეტილების სიცხადის გამო.

გარდა ამისა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 38 წლის ბელგიელის კომუნიკაციის სტილი უკეთესის სურვილს ტოვებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიმ გუნდის შემადგენლობა WhatsApp-ის საშუალებით გამოაცხადა ბუნდესლიგის „ჰოლშტაინ კილთან“ მატჩამდე (6:1) ერთი დღით ადრე.

და მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნმა“ მოიგო, ზოგიერთ მოთამაშეს არ მოსწონს კომუნიკაციის ეს სტილი.

0.112727