პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა ფრანგ გარემარბ ბრედლი ბარკოლას ისევე თამაში, როგორც კილიან მბაპეს, რომელიც გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალში" გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, პსჟ-მ შინ „ჟირონა“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
„როგორ თამაშობს ბრედლი ბარკოლა კილიან მბაპეს პოზიციაზე? ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ყველა ფეხბურთლის თამაშით, ისინი ბოლომდე იბრძვიან. ბარკოლა შესანიშნავია. ახალგაზრდაა, ბევრი ძლიერი თვისება აქვს და წინსვლა სურს.
მბაპე? მხოლოდ აწმყოს ვუცქერ, წარსული აღარ მაინტერესებს“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Le Parisien.
მიმდინარე სეზონში ბარკოლამ ყველა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ხუთ მატჩში, რომლებშიც ოთხი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.