ამერიკის MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა საბა ლობჟანიძემ. 29-ე ტურში, ქართველი ფეხბურთელის „ატლანტამ“, „ინტერ მაიამის“ უმასპინძლა და საკუთარ სტადიონზე ფრედ, 2-2 ითამაშა.
„იუნაიტედის“ რიგებში ლობჟანიძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. მან გოლი 56-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა.
„ინტერ მაიამის“ რიგებში ცვლილებაზე 61-ე წუთზე შევიდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი. თუმცა მან თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძის ანგარიშზე 13 გოლი და 6 საგოლე პასია, „ატლანტა იუნაიტედს“ კი 32 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. ქართველის გუნდი შემდეგ ტურში 22 სექტემბერს, სტუმრად „ნიუ იორკ რედ ბულს“ შეხვდება.