ფეხბურთი

11:07 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ყოფილმა პარტნიორმა განმარტა, თუ რა ხდის ხვიჩას უნიკალურს

ტოლიატის „აკრონის“ ნახევარმცველის სოლტმურად ბაკაევის განცხადებით „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას უნიკალურობა ის არის, რომ ფეხბურთის თამაშისას კვლავაც ბავშვად რჩება. მანამდე ისინი ყაზანის „რუბინში“ თანაგუნდელები იყვნენ.

„ვფიქრობ, ის გაიზარდა, მაგრამ ამავე დროს ბავშვად დარჩა, რომელიც ბურთის მიღებისას ბედნიერი ხდება. როგორც ბავშვები დარბიან ბურთით, ახლაც ასევე დარბის, მიუხედავად ასაკისა“, - განაცხადა ბაკაევმა Match Premier-ის ეთერში.

მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.112541