რაგბი

0:20 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | მესამედ ლისაბონში

‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ტიტულის დაცვას 21 სექტემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში განაგრძობს.

პორტუგალიური ფრენჩაიზის, ‘ლუზიტანუშისა’ და ‘შავი ლომის’ შეხვედრა Estadio CAR Jamor-ზე, რომელიც 37 593 მაყურებელს იტევს, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.

წლევანდელ სეზონში გუნდებმა უკვე გამართეს თითო შეხვედრა და ორივემ ესპანური ‘იბერიანსი’ ბონუსით დაამარცხეს. ‘ლუზიტანუშმა’ მეტოქეს ლისაბონში 36:18 მოუგო, ხოლო ‘შავმა ლომმა’ ესპანეთში 54:3 გაიმარჯვა. ამრიგად, 21 სექტემბერს გამარჯვებული პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

გასული 3 წლის განმავლობაში ‘შავ ლომს’ პორტუგალიელებთან ორჯერ მოუწია თამაში. სუპერ თასის პირველ სეზონში, 2022 წლის 7 მაისს გუნდები ერთმანეთს ფინალში, ლისაბონში შეხვდნენ. დაძაბულ მატჩში ‘შავმა ლომმა’ ‘ლუზიტანუში’ 17:14 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.

პორტუგალიელებს შარშანაც ლისაბონში ვეთამაშეთ, ამჯერად ჯგუფურ ეტაპზე და 11 ნოემბერს 22:0 დავამარცხეთ.

21 სექტემბრის შემდეგ ‘შავ ლომს’ რაგბი ევროპის სუპერ თასზე კიდევ ორი საშინაო შეხვედრა ელის. 28 სექტემბერს თბილისში ‘იბერიანსი’, ხოლო 12 ოქტომბერს ‘ლუზიტანუში’ ეწვევა.

RUGBY.GE

0.111129