ფეხბურთი

22:31 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

„ბარსას“ მსგავს დიდ კლუბებს სურთ ტიტულის მოგება და ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია. „ბარსელონას“ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ჩვენ მაღალ დონეზე ვთამაშობთ, მზად უნდა ვიყოთ საუკეთესო მეტოქეებისთვის“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ სეზონი კარგად დაიწყო და ლა ლიგაში აქამდე გამართული ხუთივე მატჩი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114829