ფეხბურთი

18:10 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მილანში ჩემი ფუნქცია რა არის? ბოსი ვარ, ყველა ჩემთვის მუშაობს"

„მილანის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მის მიმართ კრიტიკას უპასუხა.

„ლივერპულთან“ მატჩის წინ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კლუბში ყველა მისთვის მუშაობს და ის ბოსია...

„როცა ლომი მიდის, კატები ასპარეზზე გამოდიან, როცა ლომი ბრუნდება, კატები ქრებიან. ყველაფერი, რასაც ჩემზე ამბობენ, ძალიან დონეზე მეტყველებს. სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული, პირადი მიზეზების გამო რამდენიმე დღე მომიწია გუნდიდან გასვლა, მაგრამ ყოველთვის აქ ვარ. ბობანიც ვერ მიხვდა გუნდში ჩემს ფუნქციას? ახლავე აგიხსნით: მე ვარ ხელმძღვანელი, მე ვარ ბოსი და ყველა ჩემთვის მუშაობს“, - თქვა იბრამ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 0:1 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126641