ფეხბურთი

17:37 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბობანი: "არ შეიძლება ფასეულობები დაკარგო, "მილანმა" ტონალი გაყიდა, რომელიც ნამდვილი მილანისტა იყო"

ვეტერანმა ხორვატმა ფეხბურთელმა „მილანის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. მან მაგალითად სანდრო ტონალი მოიყვანა, რომელიც შარშან „ნიუკასლში“ გაყიდეს.

ბობანმა გაიხსენა ის პერიოდი, როცა ტონალი „ბრეშადან“ იყიდეს და მაშინ კლუბში თვითონაც მუშაობდა:

„მილანმა“ გაყიდა ტონალი, მათი საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც მაისურზე ძალიან იყო მიჯაჭვული. „მილანიდან“ მისი შორს ყოფნა იმედგაცრუებაა და ამის საფასურს „მილანი“ თავისთავად შედეგებით იხდის. „მილანში“ გადასასვლელად ტონალიმ „იუვენტუსში“ გადასვლაზე თქვა უარი, რომელმაც „ბრეშას“ 42 მილიონი ევრო შესთავაზა. ფასეულობები არის ის, რაც არასდროს უნდა დაიკარგოს“, - თქვა ბობანმა.

0.115256