მარსელის „ოლიმპიკმა“ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ადრიენ რაბიო დაიმატა. 29 წლის ნახევარმცველი სამი თვის განმავლობაში უგუნდო იყო და „მარსელში“ გადასვლას დათანხმდა.
რაბიომ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ადრიენ რაბიო 2019-2024 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „პარი სენ-ჟერმენის“ და „ტულუზას“ რიგებშიც გამოდიოდა.