ფეხბურთი

20:00 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "გოგლიჩიძე ამტკიცებს, რომ "ემპოლის" კიდევ ერთი სწორი ინვესტიციაა"

„ემპოლიში“ საბა გოგლიჩიძის კარგ მატჩებს იტალიური გამოცემა sport.quotidiano გამოეხმაურა, რომელმაც 20 წლის ქართველზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

„ბოლონიასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დებიუტანტ ქართველს სულაც არ ეტყობოდა, რომ სერია A-ში პირველ ნაბიჯებს დგამს. ის ძალიან დამაჯერებელი და კარგი იყო.

„ჩამოსვლიდან თითქმის 8 თვის შემდეგ საბა გოგლიჩიძემ „შეგირდობის“ პერიოდი გაიარა და მოედანზე ადგილი დაიმკვიდრა. სათადარიგო სკამზე გასული სეზონის მეორე ნახევრის, ასევე ამ სეზონის საწყის ორ მატჩში „მონცასა“ და „ბოლონიასთან“ ყოფნის შემდეგ, მან „ბოლონიასთან“ და გასულ შაბათს „იუვენტუსთან“ 180 წუთი ითამაშა.

„როდესაც გუნდში მივედი, მას უჭირდა ვარჯიში და იტალიური ენის გაგება. ახლა ბევრად გაუმჯობესდა, თუმცა, იტალიურში არა, რომელიც უნდა ისწავლოს, რადგან ეს დაეხმარება თანაგუნდელებთან კომუნიკაციაში. ის ძალიან იხვეწება, მაგრამ არ მინდა, მას დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრო. მან ვეტერანივით ითამაშა“, - თქვა „ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ 20 წლის საბას შესახებ.

ფიზიკურად ძლიერი, პოზიციის კარგი შერჩევის უნარი და ტექნიკური ფეხები. გოგლიჩიძე მიმდინარე სეზონში საუკეთესო აღმოჩენაა. საინტერესო იყო, როგორ გამოიჩენდა თავს, როცა შანსი მიეცა და ორივე მატჩში ისე ბუნებრივად ითამაშა, თითქოს, მთელი ცხოვრება ამ გუნდში თამაშობს. დროულად ხურავდა მეტოქის იერიშებს, გამოირჩეოდა კარგი მეურვეობით და ამტკიცებს, რომ კიდევ ერთი სწორი ინვესტიციაა ფაბრიციო კორსის კლუბის მიერ.

„ის ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ, რომ „ემპოლიშია“, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება“, - თქვა 8 თვის წინ მისმა თანამემამულემ ლევან მჭედლიძემ, „ემპოლიში“ საყვარელმა ფორვარდმა, რომელმაც ტრანსფერში ფუნდამენტური როლი ითამაშა.

„იუვენტუსთან“, გარდა იმისა, რომ მოედნიდან გააქრო კიდევ ერთი ნიჭიერი და გაპიარებული ახალგაზრდა ილდიზი, სტატისტიკამაც დაადასტურა მისი შესანიშნავი თამაში. 53-ჯერ შეეხო ბურთს, რას მესამე შედეგი იყო „ემპოლიში“, 40 ზუსტი პასი ჰქონდა და 87% ზუსტი. გარდა ამისა, ბურთი 6-ჯერ დაიბრუნა, მხოლოდ მალეს ჰქონდა უკეთესი შედეგი (7). თუ „ემპოლის“ საყრდენი ზონა ცდებოდა, ის მაშინვე ახერხებდა ბურთის დაბრუნებას“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა. ის „ემპოლის“ წევრი 2024 წლის იანვრიდანაა.

0.101718