ფეხბურთი

20:40 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა "რეალის" ფეხბურთელებს უთხრა, რომ მბაპესთან ერთად თამაში ჯოჯოხეთია

„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელები ვინისიუსი, როდრიგო და ედერ მილიტაო კილიან მბაპეს შესახებ გააფრთხილა.

როგორც ჟურნალისტი კირილ ჰანუნა იტყობინება, ნეიმარმა მათ უამბო 25 წლის ფრანგთან ერთად თამაშის სირთულეების შესახებ. ბრაზილიელმა ისინი დაარწმუნა, რომ მასთან ერთად თამაში ჯოჯოხეთი იყო.

ნეიმარის ამ გაფრთხილების მიუხედავად, კილიან მბაპემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ექვს მატჩში უკვე ოთხი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109193