აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „შანდონ ტაიშანმა“ ავსტრალიური „სენტრალ მარინერსი“ 3:1 დაამარცხა, რაც ვაკო ყაზაიშვილის დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქეს გოლები 74-ე და 88-ე წუთებზე გაუტანა, რითაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 9-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„შანდონ ტაიშანი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 2 ოქტომბერს, სტუმრად „ვისელ კობეს“ შეხვდება.