აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბექა მიქელთაძის „გვანჯუმ“ გასული სეზონის ფინალისტი „იოკოჰამა მარინოსი“ 7:3 გაანადგურა, ხოლო ქართველი შემტევი გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.
მიქელთაძე თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 3:2-ს იგებდა. ბექამ 68-ე წუთზე ანგარიში 4:2 გახადა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში იასირ ასანის დაეხმარა გატანაში, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - ბექამ საგოლე პასი ქუსლით გააკეთა.
მიქელთაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი მიითვალა. „გვანჯუ“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ოქტომბერს, „კავაზაკის“ სტუმრად დაუპირისპირდება.