ფეხბურთი

10:26 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: „შიში არასწორი სიტყვაა. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს“

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის „მილანთან“ მატჩის წინ, „ლივერპულის“ მთავამა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ვფიქრობ, არც ერთს გვეშინია ერთმანეთთან თამაში, მაგრამ დიდ პატივს ვცემთ „მილანს.“ მათ აქვთ კლასი. შაბათს 4:0 მოგებით, აჩვენეს, რომ კარგ ფორმაში არიან. შიში არასწორი სიტყვაა. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს.

როგორც ფეხბურთის მოყვარულს, ვიცი, რომ ყოველ საღამოს საინტერესო მატჩი გვექნება. ამჯერადაც ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მოუთმენლად ელის ჩვენს თამაშს. ეს დადებითია როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

17 სექტემბერს „ლივერპული“ „მილანს“ შეხვდება. მატჩი მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი აღარ იქნება. მის ნაცვლად, გაჩნდა ზოგადი (ან ლიგის) ეტაპი. ყველა კლუბი ერთ ცხრილშია. თითოეული გუნდისთვის მატჩების რაოდენობა ექვსიდან რვამდე გაიზარდა.

რვა ტურის შედეგების მიხედვით ყალიბდება 36 კლუბის ცხრილი. ასე დგინდება საუკეთესო 8 გუნდი, რომლებიც პირდაპირ გადიან მერვედფინალში, ხოლო მე-9-დან 24-ე ადგილებზე მყოფი კლუბები 1/8 ფინალში გასვლის უფლებისთვის ფლეი-ოფს თამაშებენ.

0.127932