ფეხბურთი

20:31 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა.

როგორც მანამ Sky Sport-ს უთხრა, კვარას გარემოცვასთან მუშაობა მიმდინარეობს:

„ხვიჩას ჯერ კიდევ სამი წელი აქვს კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი. იყო გუნდები, რომლებმაც მას მიმართეს, მაგრამ ჩვენ ერთად მუშაობის გაგრძელება გავიზიარეთ. ფეხბურთელის გარემოცვასთან ვმუშაობთ, რათა შევძლოთ კონტრაქტის განახლება. მშვიდად ვართ, საჩქარო არ გვაქვს“, - თქვა მანამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი სეზონში 1.5 მილიონი ევროა. იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ მას ახალ კონტრაქტს 2029 წლამდე და ბონუსების ჩათვლით სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

0.112935