ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში წინასასეზონო მატჩში “კლივლენდ კავალიერსმა” “მაიამი ჰიტი” დაამარცხა (122:119). ლებრონ ჯეიმსმა პარკეტზე 20 წუთი დაჰყო, მისი მონაგარი მხოლოდ 7 ქულა იყო.
“მეფემ” 2-დან ორივე სამქულიანი გააფუჭა 8-დან ორი 2-ქულიანი ჩააგდო და 7 საჯარიმოდან მხოლოდ სამი გამოიყენა.
ჯეიმსის ყოფილმა თანაგუნდელმა კრის ბოშმა 19 ქულა შესძინა “მაიამი ჰიტს”. მატჩის საუკეთესო მექულე კი “კლივლენდ კავალიერსის” ახალწვეული ამერიკელი კევინ ლავი იყო, 25 ქულით.
აღსანიშნავია “მაიამის” ახალწვეულების ჯეიმს ენისის მიერ დაგროვილი 17 ქულა და წლევანდელ დრაფტზე არჩეული შაბაზ ნაპიერის 16 ქულა.
“კლივლენდის” გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
დევიდ ბლატის მეთაურობით “კლივლენდმა” მეორე მატჩი ჩაატარა.
“კლივლენდ კავალიერსი”: კევინ ლავი (25 ქ. 5 მ), ტომპსონი (18 ქ), ვეიტერსი (16 ქ.), ფრაისე (12 ქ.), ჰარისი (11 ქ.), ჯეიმსი (7 ქ. 8 პ.).
“მაიამი ჰიტი”: ბოში (19 ქ. 8 მ.), ჯეიმს ენისი (17 ქ.), ნაპიერი (16 ქ.), ვეიდი (12 ქ. 7 პ.), დენგი (8 ქ.), ჰასლემი (7 ქ. ), კოული (6 ქ.).