ფეხბურთი

20:15 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკის "ბარსელონა" შეუჩერებელია: ზედიზედ მეხუთე მოგება ლა ლიგაში

ჰანსი ფლიკს „ბარსელონაში“ საოცნებო სტარტი აქვს და მისი გუნდი ლა ლიგის მეხუთე ტურშიც შეუდარებელი იყო.

„ბარსამ“ ამჯერად სტუმრად „ჟირონა“ 4:1 გაანადგურა. პირველივე ტაიმში გადაწყდა მატჩის ბედი, როცა ლამინ იამალმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში დანი ოლმომ და პედრიმაც გაიტანეს, ხოლო შეხვედრის მიწურულს კრისტიან სტუანის გოლი მხოლოდ პრესტიჟის გახლდათ.

„ბარსელონა“ ხუთ ტურში უდანაკარგოა, 15 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 22 სექტემბერს, „ვილიარეალს“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ჰანსი ფლიკის გუნდს ხუთ ტურში 17 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106465