სხვა

10:19 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი დიდი გამარჯვება საქართველოს - დვალიშვილი UFC-ს ჩემპიონია! (+VIDEO)

საქართველომ დღეს დილით ზღაპარში გაიღვიძა. ჩვენს ქვეყანას UFC-ში მეორე ჩემპიონი ჰყავს. მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონაში შონ ო"მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიმსახურა.

33 წლის მანქანამ ყველა რაუნდი უპირატესობით წაიყვანა. მერაბი მეტოქეს მიწაზე აკონტროლებდა და ზუსტად ურტყამდა. მან მოწინააღნდეგეს პარტერშიც აჯობა და დგომშიც. საბოოლოდ, მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად ქართველს მიანიჭეს.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 მოგებაა. უკვე ჩემპიონი ბოლოს 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს აჯობა. ტიტულისკენ კი 6 წელი მიდიოდა.

აღსანიშნავია, რომ MMA-ში ჩატარებული 22 ბრძოლიდა დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო. ასე, რომ გილოცავ საქართველო! ილია თოფურიას შემდეგ, ახლა უკვე ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გვყავს!

0.114824