ფეხბურთი

1:26 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა" „სოსიედადი" ორი პენალტის წყალობით დაამარცხა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-5 ტურის მატჩში, „რეალ სოსიედადმა" მადრიდის „რეალს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

გამარჯვების მიუხედავად მდრიდელებმა ვერ დატოვეს კარგი შთაბეჭდილება. მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ყველაფერი ორმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა მეორე ტაიმში.

პირველი ვინისიუსმა შეასრულა 58-ე წუთზე. მეორე - კილიან მბაპემ 75-ზე. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც ფრანგი დაასახელეს.

ამ გამარჯვების შემდეგ მადრიდის „რეალმა" 11 ქულა მოაგროვა. კარლო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. „რეალ სოსიედადი" ოთხი ქულით მე-17-ზე. ლიდერი 4 მატჩიდან 12 ქულით „ბარსელონა“ გახლავთ.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-5 ტური. 14 სექტემბერი: მალიორკა - ვილიარეალი 1:2, ესპანიოლი -ალავესი 3:2, სევილია - ხეტაფე 1:0, სოსიედადი - რეალი 0:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115821