„ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის თამაშს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ იტალიური მედია გამოეხმაურა. 20 წლის ფეხბურთელს კარგი შეფასებები ერგო, რაც ლოგიკურია, რადგან საბამ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა.
Calciomercato 6.5 ქულა: „არასდროს ჩავარდნილა პრობლემებში, მისი დამსახურებით და „იუვენტუსის“ შეტევის ნაკლის წყალობითაც“.
Pianetaempoli 7.5 ქულა: „ქართველი სასიამოვნო სიურპრიზია. ბოლონიაში ნაჩვენები კარგი თამაში ამჯერად გაიმეორა. ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან დიდი მენტალიტეტი და ვეტერანის სანდოობა გამოავლინა“.
Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „ძირითად შემადგენლობაში ისევ მოხვდა, ნდობისთვის სამაგიერო კი, სოლიდური თამაშით გადაიხადა“.
Firenzetoday 6.5 ქულა: „ყოველთვის კონცენტრირებული ზუსტი ინტერვენციებში. ცოტა შეცდომას უშვებს ან საერთოდ არ უშვებს“.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში ბოლო ორი მატჩი ჩაატარა და თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. „ემპოლი“ ოთხ ტურში დაუმარცხებელია (6 ქულა), მომდევნო შეხვედრას კი, 20 სექტემბერს, სტუმრად „კალიარისთან“ ჩაატარებს.