ფეხბურთი

20:06 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში „ლივერპული“ „ნოტინგემთან“ დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ლივერპული“ და „ნოტინგემ ფორესტი“ ხვდებოდნენ სტუმრებმა მოიგეს ანგარიშით 1:0.

მატჩის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გავიდა. „ნოტინგემის“ თავდამსხმელმა კალუმ ჰადსონ-ოდოიმ გაიტანა. საგოლე გადაცემის ავტორი ფორვარდი ენტონი ელანგა გახლდათ.

ამ გამარჯვების შემდეგ „ნოტინგემმა“ რვა ქულა დააგროვა და ცხრილის მეოთხე ადგილზე ავიდა. „ლივერპული“ ცხრა ქულით მეორე ადგილზეა.

ეს „ლივერპულის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის პირველი მარცხი გახლდათ პრემიერლიგაში.

0.115188