ფეხბურთი

23:40 | 13.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია: "ზივზივაძის კარიერამ შეიძლება მოულოდნელ მწვერვალს მიაღწიოს"

ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და „კარლსრუეს“ გელზენკირხენის „შალკესთან“ დუბლით მოაგებინა.

ქართველი ფორვარდის თამაშს გერმანული გამოცემები გამოეხმაურნენ:

Spiegel: „კარიერის სადგურები საქართველოში, დანიაში, უნგრეთში, კარლსრუეში და მალე ბუნდესლიგაში? ბუდუ ზივზივაძე ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ 30 წლის ასაკში მისმა კარიერამ მოულოდნელ მწვერვალს მიაღწიოს: სეზონში მეხუთე და მეექვსე გოლებით ქართველმა „კარლსრუეს“ შინ „შალკესთან“ 2:0 მოაგებინა“.

Ka-news: „ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუე“ დროებით მაინც II ბუნდესლიგის სათავეში ჩააყენა. ბადენურმა კლუბმა „შალკე“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ზივზივაძემ სეზონში მეხუთე და მეექვსე გოლები Wildpark-ზე გაიტანა 31845 მაყურებლის წინაშე.

Bnn.de: „ტიპურ ბუდუ: „კარლსრუე“ ზივზივაძის წყალობით სატურნირო ცხრილის სათავეში ავიდა. ბუდუ კვლავ გადამწყვეტი იყო“.

შეგახსენებთ, რომ II ბუნდესლიგის ხუთ ტურში ზივზივაძის აქტივში 6 გოლი და 1 საგოლეა პასია, რითაც ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. ქართველი ცაციაა, მაგრამ ექვსივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა. მან „შალკესთან“ დუბლამდე ჰეთ-თრიქი შეასრულა „ნიურნბერგთან“, ერთიც ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველა გოლი მისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი იყო. აქვე ვახსენოთ, რომ გერმანიის თასზე აქვს თითო გოლი და საგოლე პასი ერთ მატჩში. შესაბამისად, ბუდუმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო.

„კარლსრუეს“ ხუთ ტურში 13 ქულა აქვს და ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 22 სექტემბერს, „მაგდებურგს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125353