საქართველო კიდევ ერთი ჩემპიონის მოლოდინშია. 15 სექტემბრს, „სფეროში“ UFC 306-ი გაიმართება, სადაც მერაბ დვალიშვილს აქვს შანსი, რომ საჩემპიონო ქამარი წელზე შემოიხვიოს.
მეტოქე ძალიან ძლიერია. მერაბს - მოქმედი ჩემპიონი, შონ ო’მალი უპირისპირდება. ლას ვეგასში დღეს პრესკონფერენციაც გაიმართა და მებრძოლებმა ერთმანეთთან სიტყვები გაცვალეს.
შონ ო’მალი დვალიშვილს ნოკაუტით დამარცხებას ჰპირდება, რაზეც ქართველმა შემდეგნაირად უპასუხა: „ჩემი გათიშვა ჯერ არავის გამოსვლია, შენ კი მარლონ ვერას დანოკაუტებაც ვერ მოახერხე“. თუმცა, ამერიკელმა მებრძოლმა ასეთი რეპლიკით უპასუხა - "სამაგიეროდ ალჯო სტერლინგი დავანოკაუტე“.
შგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში UFC 292-ზე შონ ო’მალიმ დვალიშვილის თანაგუნდელი, სტერლინგი დაამარცხა. ეს მერაბისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს, რადგან მეგობრის გამო შური იძიოს.
ო'მალიმ შერეული საბრძოლო ხელოვნების კარიერაში მხოლოდ ერთხელ წააგო. ამ წაგებას თავად არ აღიარებს. მარლონ ვერასთან UFC 252-ზე მარცხი ტერფის ტრავმით იყო გამოწვეული. სწორედ ამიტომ, დღემდე, როდესაც ბრიუს ბუფერი აცხადებს, რომ მას ერთი წაგება აქვს, შონი კამერას თითებით ნულს ანიშნებს.
“შუგას” ანგარიშზე 12 ნოკაუტია და 9 ფინიში პირველ რაუნდში. შეტევითი სტრაიკინგის გარდა, ამერიკელს არანაკლებ მაღალი დონის დაცვაც აქვს. მეტოქისთვის დამაბნეველია ო’მალის ცრუ მოძრაობები, რაც მუდმივ შეტევის მოლოდინს ჰქმნის.
არანაკლებ ძლიერია მერაბ დვალიშვილი მაგრამ, გრემპლინგში. მერაბი ოქტაგონზე 2018 წლიდან გამოდის და მან პირველი 2 შეხვედრა წააგო, მას შემდეგ კი იდეალური სტატისტიკა აქვს. ზედიზედ 10-მა მოგებამ ის დივიზიონის სათავემდეც მიიყვამა. "მანქანა" შესრულებული გდებებით სუპერმსუბიქი წონის აბსოლუტირი რეკორდსმენია.
ქართველმა მებრძოლმა ბოლო 3 ჩხუბი UFC-ის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ მოიგო: ხოსე ალდო, პეტრ იანი და ჰენრი სეხუდო. დვალიშვილი ახლა მეოთხე ჩემპიონის დამარცხებას უმიზნებს და მოგებასთან ერთად ის საჩემპიონო ქამარსაც ჩაიბარებს.
დვალიშვილს 21-ბრძოლიან MMA კარიერაში 17 მოგებული აქვს. ქართველი მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა. მერაბი უფრო გამძლეობას და ჭიდაობას ანიჭებს უპირატესობას. მას მეტოქე მხოლოდ 3-ჯერ ჰყავს დანოკაუტებული. ასე, რომ სფეროში დიდი ალბათობით მებრძოლებს 5-რაუნდიანი დაპირისპირება მოუწევთ.
უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა შომ ო’მალი ბრძოლას ჩაეხსნას. მიზეზად პირადი გადაწყვეტილები სახელდება. ისიც დაიწერა, რომ ორგანიზაცია უკვე ეძებს მის შემცვლელს, რადგან მერაბი მეტოქის გარეშე არ დარჩეს. თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მხოლოდ ჭორად დარჩება. რამდენიმე საათში უკვე აწონვებიც უნდა დაიწყოს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელის მიზანია, UFC-დან კრივში გადავიდეს. ამბიციები ძალიან დიდი აქვს. ამ გადაწყვეტილენის წინააღმდეგია UFC-ს პრეზიდენტი დანა ვაითი, რომელსაც მებრძოლთან კონტრაქტი აკავშირებს.
ჩვენ კი დაველოდოთ, რომ გამორჩეულ სფერო არენაზე ეს ბრძოლა ნამდვილად შედგება. ილია თოფურიას შემდეგ, საქართველო და ქართველი გულშემატკივარი UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონის მოლოდინშია.