ფეხბურთი

15:12 | 13.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-აჰლის" პრეზიდენტი: "ვინისიუსის და ოსიმენის დამატება გვინდოდა"

„ალ-აჰლის“ პრეზიდენტმა ხალედ ალ-ისამ განაცხადა, რომ მის კლუბს ზაფხულში ვინისიუსის და ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურდა.

„გვქონდა სურვილი, რომ მადრიდის „რეალიდან“ ვინისიუსი დაგვემატებინა, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დავასრულეთ. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ივან ტოუნისთან და ვიქტორ ოსიმენთან, საბოლოოდ, შეთანხმებას ტოუნისთან მივაღწიეთ“, - თქვა ალ-ისამ.

საბოლოოდ, „ალ-აჰლი“ ივან ტოუნით გაძლიერდა, ხოლო ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაეშალათ.

0.113243