ფეხბურთი

12:35 | 13.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

Guardian-ი კიტეიშვილზე: "ის მოედანზე ყველგანაა და უბურთოდ დაუღალავად შრომობს"
კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ყურადღება მისაქცევ ფეხბურთელებში შეიყვანეს

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Guardian-მა წერილი გამოაქვეყნა ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ, გულშემატკივრები ნაკლებად იცნობენ, მაგრამ მათ თვალი უნდა ადევნონ.

8 ფეხბურთელს შორის გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიცაა, რომლის შესახებ წერილში წერია:

„ქართული ფეხბურთი მოდაშია ევრო 2024-ის და გასულ შაბათს ჩეხეთის 4:1 დამარცხების შემდეგ. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე „ჰედლაინები“ არიან, მაგრამ მრავალმხრივი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ის გასული სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რადგან მისმა გუნდმა მოიგო ტიტული, შეაჩერა „ზალცბურგის“ 10-წლიანი დომინაცია. ის მოედანზე ყველგანაა, აშენებს თამაშს და ბურთის გარეშე დაუღალავად შრომობს. „შტურმის“ ფანები მას აღმერთებენ და დიდი ზეიმი იყო, როცა დიდ ხელფასზე კატარში წასვლის ნაცვლად „შტურმთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა“, - წერს გამოცემა.

კიტეიშვილის გარდა ბრიტანულმა გამოცემამ ხრისტოს ცოლისი (ბრიუგე), ვლადან კოვაჩევიჩი (სპორტინგი), მარტინ ვიტიკი (სპარტა), ენცო მილო (შტუტგრტი), რომან დელ კასტილიო (ბრესტი), ადამ დაგიმი (ზალცბურგი) და პეტარ შუჩიჩი (დინამო ზაგრები) გამოარჩია.

„შტურმი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტს“, „ბრიუგეს“, „სპორტინგს“, „დორტმუნდს“, „ჟირონას“, „ლილს“, „ატალანტას“ და „ლაიფციგს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114941