რაგბი

20:38 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | პირველად ბურგოსში ‘იბერიანსთან’

‘შავი ლომი’ 2024/25 წლების სეზონს იწყებს. თავდაპირველად ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მეოთხედ მოგებას ეცდება, რის შემდეგაც ჩელენჯ თასში ჩაერთვება.

ტიტულის დაცვას 15 სექტემბერს ესპანეთში, ბურგოსში ვიწყებთ, სადაც ჩვენი დროით 14 საათზე ‘იბერიანსს’ ვერკინებით. ეს იქნება რიჩარდ კოკერილის ოფიციალური დებიუტი ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის რანგში. გაზაფხულზე მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისში ამხანაგური თამაში ‘ლესთერ თაიგერსთან’ გამართა.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე ‘შავ ლომს’ ‘იბერიანსის’ წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია და ყველა მათგანში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე შეხვედრა თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართა და ესპანელებს სტუმრად პირველად ვერკინებით.

რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ სეზონში ‘იბერიანსს’ ნახევარფინალში შევხვდით და 2022 წლის 17 აპრილს უხვქულიან მატჩში 43:40 ვძლიეთ.

ესპანელებს მეორე სეზონშიც ნახევარფინალში, 2022 წლის 4 დეკემბერს დავუხვდით და ამჯერად 41:9 მოვუგეთ.

ფორმატის შეცვლის შემდეგ ‘იბერიანსს’ გასულ სეზონში უკვე ორჯერ ვეთამაშეთ. 2023 წლის 4 ნოემბერს ჯგუფურ ეტაპზე მას 39:19 მოვუგეთ, ხოლო 2 დეკემბერს ნახევარფინალში 41:0 დავამარცხეთ.

სუპერ თასის წლევანდელი სეზონის გახსნით მატჩში ‘იბერიანსი’ ‘ლუზიტანუშს’ 7 სექტემბერს პორტუგალიაში ეწვია და 18:36 დამარცხდა.

RUGBY.GE

თეგებიშავი ლომი
0.117929