რაგბი

21:10 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდ კოკერილი: "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ"

‘შავი ლომი’ უკვე ესპანეთშია, სადაც 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ შეხვედრაში, ბურგოსში, ესპანურ ‘იბერიანსს’ შეერკინება. შეხვედრა 15 სექტებერს, საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება.

გუნდის მთავარი მწვრთნელისთვს, ინგლისელი რიჩარდ კოკერილისთვის ეს იქნება პირველი ოფიციალური მატჩი ‘შავი ლომის’ დამრიგებლის რანგში:

„კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. მოთამაშეებმა ბევრი იშრომეს, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან და მოუთმენლად ველით ჩვენს პირველ თამაშს“.

‘შავი ლომის’ გაფართოებულ შემადგენლობაში 11 დებიუტანტია, რომელთაგან რამდენიმეს 15 სექტემბერს მოედანზე ვიხილავთ:

„ახალი მოთამაშეები გუნდთან საკმაოდ კარგად ადაპტირდნენ. ახალი მოთამაშეები გვყავს დიდი 10-იდან და ისინი სიახლეებს ეგუებიან. ასევე გვყავს ფრანგული კლუბების ყოფილი მოთამაშეები, რომლებიც გუნდთან უკვე შეთამაშდნენ. კვირას ‘იბერიანსთან’ ბევრ ახალ სახეს იხილავთ“ – აღნიშნავს კოკერილი.

RUGBY.GE

0.11751