ფეხბურთი

18:55 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბენტანკურს სონის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი როდრიგო ბენტანკური შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, თანაგუნდელის, ჰონ-მინ სონის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

FA (საფეხბურთო ასოციაცია) უკვე ბრალი წაუყენა ფეხბურთელს, რომელმაც ურუგვაელ ჟურნალისტს სონის მაისურის თხოვნაზე, შემდეგნაირად უპასუხა: „მისი ბიძაშვილის მაისური რომ იყოს? მაინც ყველანი ერთნაირები არიან“.

ბენტანკურმა იხუმრა, მაგრამ მისი პასუხი დისკრიმინაციულიც იყო, რაც საფეხბურთო ასოციაციის ერთ-ერთი მუხლის დარღვევაა, რომლის მიხედვით, ბენტანკურს 6-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

როდრიგო ბენტანკურმა მისი კომენტარის გამო მოიბოდიშა და დასძინა, რომ ის და სონი მეგობრები არიან. თუმცა, მას დისკვალიფიკაცია მაინც ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114437