ფეხბურთი

18:20 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული.

კიტე გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის ვერსიით უკვე გახდა საუკეთესო, ახლა ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიის ჯილდოსთვის იბრძოლებს. მისი კონკურენტები იონ გორენ სტანკოვიჩი (შტურმი) და ალექსანდრ პრასი არიან, რომელმაც გასული სეზონი „შტურმში“ გაატარა, ხოლო ზაფხულში „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა.

გრაცელებმა გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგა მოიგეს, რაშიც კიტეიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ფეხბურთელთა ასოციაცია გალადაჯილდოებაზე დაასახელებს გამარჯვებულს, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართება.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონიც კარგად დაიწყო და ავსტრიის ჩემპიონატში უკვე მოახერხა ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება.

0.114279