ფეხბურთი

15:38 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბობანმა ზლატანი გააკრიტიკა

„მილანის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ზვონიმირ ბობანმა „მილანში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მუშაობაზე ისაუბრა. ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად მილანური კლუბის მფლობელის მრჩევლის პოზიციას იკავებს.

„ზლატანი გენიოსია და მას მთელი ცხოვრება ვემადლიერები, რადგან „მილანის“ სიყვარულის გამო დაბრუნდა და გავლენა მოახდინა კლუბის უახლეს ისტორიაზე.

თუმცა, ახლა არ მესმის, რას აკეთებს, რა პასუხისმგებლობა აქვს და კომპეტენცია აქვს მის შეფასებებს. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ მას განიკითხავენ და არა მონკადას („მილანის სპორტული დირექტორი).

ფაქტია, რომ გუნდი, რომელმაც სკუდეტო მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი გახდა, დაუფიქრებლად დაიშალა. ამ საძირკველზე ბევრი რამის აგება შეიძლებოდა. ჩემი აზრით, ეს იყო კოლოსალური შეცდომა“, - განაცხადა „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ხელმძღვანელმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

0.115374