უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩები რამდენიმე ჯგუფში გაიმართა და საინტერესო შეხვედრებიც შედგა.
A დივიზიონის პირველ ჯგუფში პორტუგალიამ შოტლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია. სკოტ მაკტომინეის გოლით პირველი ნახევარი სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, მანამდე თადარიგში იყო და სწორედ მან გაიტანა გამარჯვების გოლი.
ანგარიში მანამდე ბრუნო ფერნანდეშმა გაათანაბრა, ხოლო რონალდუმ 88-ე წუთზე შეაგდო და პორტუგალიას მოაგებინა. ამავე ჯგუფში ხორვატიამ ლუკა მოდრიჩის გოლით აჯობა საკუთარ მოედანზე პოლონეთის ნაკრებს.
პორტუგალია 6 ქულით ლიდერია, ხორვატიას და პოლონეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო შოტლანდიამ ორივე თამაში წააგო. მესამე ტურში პორტუგალია პოლონეთს ეთამაშება, ხორვატია შოტლანდიას დაუპირისპირდება.
A დივიზიონი
პორტუგალია - შოტლანდია 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 მაკტომინეი (7), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:1 რონალდო (88)
ხორვატია - პოლონეთი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მოდრიჩი (52)
1. | პორტუგალია | 2 | 2 | 0 | 0 | 4 | 2 | 2 | 6 |
2. | ხორვატია | 2 | 1 | 0 | 1 | 2 | 2 | 0 | 3 |
3. | პოლონეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 3 | 3 | 0 | 3 |
4. | შოტლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 3 | 5 | -2 | 0 |
მეოთხე ჯგუფში ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა შვეიცარია ბაზელში 4:1 დაამარცხა. პირინელები მე-13 წუთზე უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, შემდეგ, მეოცე წუთზე წუთზე რობინ ლე ნორმანი გააძევეს და შვეიცარიას შანსი გაუჩნდა, რომელმაც ტაიმის მიწურულს სხვაობა შეამცირა. თუმცა, მეორე ნახევარში 10-კაციანმა ესპანეთმა ორი გოლი კიდევ გაიტანა და ადვილად მოიგო.
ამავე ჯგუფში დანიამ 2:0 მოუგო სერბეთის ძალიან უსახურ ნაკრებს, რომლის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს. დანია ლიდერობს ჯგუფს 6 ქულით, შემდეგ ესპანეთია 4 ქულით, სერბეთს 1 ქულა აქვს, ხოლო შვეიცარიას ჯერ ქულა არ მოუპოვებია.
შვეიცარია - ესპანეთი 1:4 (1:2)
გოლები: 0:1 ხოსელუ (4), 0:2 ფაბიან რუისი (13), 1:2 ამდუნი (41), 1:3 ფაბიან რუისი (77), 1:4 ფერან ტორესი (80)
დანია - სერბეთი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 გრონბაეკი (36), 2:0 პოულსენი (61)
1. | დანია | 2 | 2 | 0 | 0 | 4 | 0 | 4 | 6 |
2. | ესპანეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 4 | 1 | 3 | 4 |
3. | სერბეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 0 | 2 | -2 | 1 |
4. | შვეიცარია | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 6 | -5 | 0 |
C დივიზიონი
C დივიზიონში შვედეთმა ესტონეთს ადვილად აჯობა, პირველივე ტაიმში გაუტანა სამი უპასუხო გოლი, ხოლო სლოვაკეთს აზერბაიჯანთან არ ჰქონია პრობლემა. ბელარუსმა და ბულგარეთმა შესაბამისად, ლუქსემბურგს და ჩრდილოეთ ირლანდიას მინიმალურად აჯობეს.
ერთი მატჩი D ლიგაში იყო, სადაც გიბრალტარი ძალიან ახლოს იყო ლიხტენშტეინის დამარცხებასთან მაგრამ კომპენსირებულ დროში გაუშვა და ქულას დასჯერდა.
შვედეთი - ესტონეთი 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 გიოკერესი (30), 2:0 ისაკი (40), 3:0 გიოკერესი (44)
სლოვაკეთი - აზერბაიჯანი 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 დუდა (22), 2:0 სტრელეცი (26)
1. | შვედეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 1 | 5 | 6 |
2. | სლოვაკეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 3 | 0 | 3 | 6 |
3. | აზერბაიჯანი | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 5 | -4 | 0 |
4. | ესტონეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 4 | -4 | 0 |
ლუქსემბურგი - ბელარუსი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 გრომიკო (76)
ბულგარეთი - ჩრდ. ირლანდია 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 დესპოდოვი (40)
1. | ბელარუსი | 2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 4 |
2. | ბულგარეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 4 |
3. | ჩრდ. ირლანდია | 2 | 1 | 0 | 1 | 2 | 1 | 1 | 3 |
4. | ლუქსემბურგი | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 3 | -3 | 0 |
D დივიზიონი
გიბრალტარი - ლიხტენშტეინი 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 უოლკერი (8), 1:1 საგლამი (53), 2:1 სკანლონი (90), 2:2 ჰასლერი (90)
1. | სან მარინო | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 3 |
2. | გიბრალტარი | 1 | 0 | 1 | 0 | 2 | 2 | 0 | 1 |
3. | ლიხტენშტეინი | 2 | 0 | 1 | 1 | 2 | 3 | -1 | 1 |