ფეხბურთი

23:13 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მოლდოვას მოუგო, 19-წლამდელთა გუნდი სლოვაკეთთან დამარცხდა

საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებმა ამხანაგური მატჩები ჩაატარეს. 17-წლამდე ნაკრებმა მოლდოვას უმასპინძლა, რომელიც 3:1 დაამარცხა.

დუბლი შეასრულა თენგიზ ნებულიშვილმა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესამე გოლი გლიბ კატკოვის აქტივშია.

17-წლამდე ნაკრები მოლდოვას 10 სექტემბერს კიდევ გაეჯიბრება. გიორგი ჩიტაურის გუნდი ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, სადაც სლოვენიას, პოლონეთს და სომხეთს დაუპირისპირდება.

საქართველო - მოლდოვა 3:1 (1:0)

საქართველო: კუპატაძე, ხუციშვილი, კუპრავა, შათირიშვილი, ხარებაშვილი, ქობულიძე, ნებულიშვილი, ბართიშვილი (კაკაშვილი 79), დიაკონიძე (კატკოვი 65), ჯაბურია (ჯაბუა 79), კობახიძე (გვარჯალაძე 65).

გოლები: 1:0 ნებულიშვილი (45), 2:0 ნებულიშვილი (52), 2:1 როშკა (55, პენ), 3:1 კატკოვი (90)

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სლოვაკეთს სტუმრად მეორედ გაეჯიბრა. ორი დღის წინ მათი დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა, მაგრამ ამჯერად მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

მე-60 წუთზე საბა გეგუჩაძემ გახსნა ანგარიში, თუმცა ქართველებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და წააგეს.

სლოვაკეთი - საქართველო 2:1 (0:0)

საქართველო: კოპალიანი, ტყეშელაშვილი, გრიგალავა, ნიკოლაიშვილი, გოგსაძე, ფეიქრიშვილი, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 68), სამუშია (დოლმურზიევი 68, ამისულაშვილი 80), ჩიქოვანი (გვასალია 59), სურგულაძე, ოდიკაძე (სალია 59).

გოლები: 0:1 გეგუჩაძე (60), 1:1 ვავრიკი (72), 2:1 დიკოში (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119318